უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ კონტრშეტევა ბრძოლის ველზე "იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა".
"ზოგიერთი ადამიანი ამას აღიქვამს, როგორც ჰოლივუდის ფილმს და შედეგებს ახლავე ელოდებიან. ეს ასე რაა", - თქვა ზელენსკიმ BBC-სთან საუბრის დროს.
უკრაინა აცხადებს, რომ კონტრშეტევის დროს ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში რვა დასახლების გათავისუფლება მოახერხა. ზელენსკის თქმით, კონტრშეტევა მარტივად არ მიდის, რადგან რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიის 200 ათასი კვადრატული კილომეტრია დანაღმული.
"რაც არ უნდა ვინმეს სურდეს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლით, ძალიან დიდი პატივისცემით, მაგრამ ჩვენ ისე წავიწევთ ბრძოლის ველზე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით", - განაცხადა ზელენსკიმ.